მოთხოვნამდე/შემნახველი ანაბარი არის უვადო სახის დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო სარგებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს შემნახველ დეპოზიტებზე თანხა შეცვალოს როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით. ოპერაციების წარმოების პერიოდულობა შეუზღუდავია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ანაბრის თანხის დღიური განაღდების ლიმიტი არის დაწესებული. მომხმარებელი თანხის გატანის შემთხვევაში იხდის გარკვეულ განაღდების საკომისიოს. ზოგიერთ შემთხვევაში ნაღდი სახით შეტანილი თანხის გამოტანა უფასოა. ჩვეულებრივ, შემნახველ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი ნაკლებია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით.