ზრდადი ანაბარი ვადიანი ტიპის ანაბარია, რომელიც იხსნება კონკრეტული ვადით და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ზრდად დეპოზიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს ანაბრის თანხა შეცვალოს ზრდის მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ბანკები განსაზღვრავენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობასა და პერიოდულობას. როგორც ვადიანი ანაბრის შემთხვევაში ზრდადი ანაბარიც დაახლოებით 3-იდან 24თვემდე ვადით იხსნება. საბავშვო ანაბარი ზრდადი დეპოზიტის მსგავსად გარკვეული ვადით იხსნება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაამატოს მისთვის სასურველი თანხა. ამ შემთხვევაში ანაბრის ვადა შესაძლოა იყოს ბავშვის სრულწლოვანებამდე: 2-დან მაქსიმუმ 18 წლამდე.
ვადიანი და ზრდადი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი სრულად გაიტანს მის მიერ დაგროვილ თანხას, თუმცა ვერ მიიღებს იმ სარგებელს, რაც თავდაპირველად, ხელშეკრულების მიხედვით იყო გათვალისწინებული.