ეს არის მომხმარებლის საბანკო ანგარიში, რომელიც იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად, როგორიცაა თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა და კონვერტაცია. უმეტეს შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშებს ერიცხებათ საკომისო ყოველთვიურად 1,5 ლარის ოდენობით. თუ მომხმარებელს რომელიმე ბანკის ანგარიში არ სჭირდება აუცილებელია, რომ დახუროს, რათა არ დაერიცხოს დამატებითი საკომისიო.
ბანკი უფლებამოსილია დახუროს მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშები იმ შემთხვევაში, თუ არ ფიქსირდება ბრუნვა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და ბალანსი ნულის ტოლია.