„საზოგადოება და ბანკების“ ოფისში „ეკონომიკის საზაფხულო სკოლის“ პირველი ლექცია გაიმართა. ახალი პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ტარდება.
ტრენინგებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ატარებს. პროექტის მიზანია წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და მედიის წარმომადგენლები გაეცნონ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, იმსჯელონ მოსალოდნელი შედეგების და აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების შესახებ. სასწავლო კურსი, რომელიც უფასოა 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სკოლაში სულ 21 მსმენელია.
„საზოგადოება და ბანკები“ პროექტს გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.