საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ უფასო კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ.
საკონსულტაციო ცენტრი ორი მიმართულებით მუშაობს:
- განაცხადების მიღება - მომხმარებლებს საშუალება აქვთ ცხელი ხაზის (240 05 05) და სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდნენ ორგანიზაციას, მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია ან/და ჩაეწერონ მიღებაზე ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტთან.
- შეხვედრები რეგიონებში - ეტაპობრივად მოეწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში. შესაბამისად, მათ გაეწევათ კვალიფიციური ფინანსური და იურიდიული კონსულტაცია.
საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე.