ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკურ მედია სკოლას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა მაკროეკონომიკური მიმოხილვა იყო. არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მედია სკოლის მსმენელებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით ახორციელებს.