ეკონომიკური მედია სკოლის მეთვრამეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ.
მედია სკოლის მე-18 ნაკადი 15 მსმენელისგან შედგებოდა. ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.
პროექტი ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
შემდეგი ნაკადის მიღებას ეკონომიკური მედია სკოლა შემოდგომაზე დაიწყებს.