„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა იყო რუსეთ-უკრაინის მოვლენები და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. რომან გოცირიძე ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსაც შეეხო და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 19 მედია საშუალებას წარმოადგენენ. მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.