საშუალოვადიან პერიოდში არასაბანკო დეპოზიტებზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც, ერთი მხრივ, ეროვნულ ვალუტაში დარიცხული მაღალი სარგებელით, მეორე მხრივ კი, აქტიური ტურისტული სეზონით აიხსნება. დადებითი ტენდეციაა როგორც სასესხო პორტფელის, ასევე დეპოზიტების ლარიზაციის კუთხით. წლის დასაწყისიდან დღემდე, სასსესხო პორტფელის და დეპოზიტების ლარიზაცია გაზრდილია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7% დატოვა. მოკლევადიან პერიოდში არაა მოსალოდნელი სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც ფინანსურ რესურსებზე არსებული მოთხოვნის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წმინდა საბანკო აქტივები, დეპოზიტების მოცულობა და სასესხო პორტფელი, მიმდინარე წლის განმავლობაში იზრდება, რაც სექტორის სტაბილურობაზე მეტყველებს.
საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.