სასესხო პორტფელის ლარიზაციაზე დადებითი გავლენა იქონია საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის მიხედვით ფიზიკური პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია ხელმისაწვდომი. საშუალო ვადიან პერიოდში, ვადიანი ტიპის დეპოზიტებზე გაზრდილია მოთხოვნა, რაც ერთი მხრივ ეროვნულ ვალუტაში დარიცხული მაღალი სარგებელით, მეორე მხრივ კი აქტიურ ტურისტულ სეზონით აიხსნება. დადებითი ტენდეციაა ასევე დეპოზიტების ლარიზაციის კუთხითაც. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი საბანკო ინდიკატორები, რაც სექტორის სტაბილურობას განსაზღვრავს: წმინდა საბანკო აქტივები, დეპოზიტების მოცულობა და სასესხო პორტფელი, მიმდინარე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება.
საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.