არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური მედია სკოლა, საქართველოში მოქმედი მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ტარდება. მათი შერჩევა კონკურსის წესით ხდება.
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე ატარებს. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ჰყავს. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით სწავლობენ.
სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ეკონომიკურმა მედია სკოლამ ამ ეტაპისთვის, უკვე 12 ნაკადი მიიღო.
საზოგადოება და ბანკები პროექტს გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.